ვლადიმერ პუტინის თქმით,  ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი ყარაბაღის კონფლიქტია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ყველაზე აქტუალურ საკითხს მთიან ყარაბაღში ვითარების ნორმალიზება წარმოადგენს. ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.

,,რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სალაპარაკო ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო სიტუაციის ნორმალიზება”, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ამოცანა არის რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო გზების აღდგენა.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო გზების აღდგენა, რათა სომხეთმა ქვეყნის განვითარების ახალი შესაძლებლობები მიიღოს. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. იმედი მაქვს, რომ ყველა ამ საკითხის, ასევე არსებული ვითარებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვას შევძლებთ ”, - განაცხადა მან.