დღეიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ

დღეიდან, 8 აპრილიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ.

კინოთეატრები მაყურებლების მიღებას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დაცვით შეძლებენ. ერთ-ერთი რეგულაციით, დარბაზებში მაყურებლების მხოლოდ 50%-ის დასწრებაა დასაშვები.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრებს მუშაობის განახლების უფლება 1-ლი აპრილიდან მიეცათ, თუმცა თავად კინოთეატრების გადაწყვეტილებით, მაყურებლების მიღება ერთი კვირით გადადეს.

21:00 საათიდან მოქმედი „კომენდანტის საათის“ გამო, კინოთეატრებში არ იქნება ღამის სეანსები.