„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
სასამართლოს ეზოში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც აქციაზე მყოფები აცხადებენ, მათ აქვთ მოლოდინი, რომ დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გაათავისუფლებს. სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიცია.