თამარ გაბუნია: სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება

"სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება", - ამის შესხებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ეპიდემიური სიტუაცია მძიმე იქნება, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა საჭირო გახდება.

"სკოლებში დღესაც მოდელი არის ჰიბრიდული, რიგ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში დგინდება კორონავირუსი, სკოლები გადადიან დისტანციურ მოდელზე, ეს მოდელი მათ საშუალებას აძლევს, მეტი მოქნილობა ჰქონდეთ და შეინარჩუნონ საკლასო გარემოში სწავლის შესაძლებლობა და გააგრძელონ სასწავლო პროცესი. სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება და, უმჯობესია, ბავშვებმა გააგრძელონ საკლასო გარემოში მეცადინეობა, თუმცა, თუკი ეპიდემიური სურათი ამის საშუალებას არ მოგვცემს, რა თქმა უნდა, მეტად მოგვიწევს ჰიბრიდული, დისტანციური რეჟიმის გამოყენება", - განაცხადა გაბუნიამ.