8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 15 693 ადამიანი აიცრა

8 აპრილის მონაცემებით ჯამურად აიცრა 15 693 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.

საქართველოში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან.