გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა  ვლადიმერ პუტინს უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა

Reuter-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა.

მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელმა ასევე დააყენა საკითხი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოლონიაში გაუარესდა.

„სხვა საკითხებს შორის, საუბარი შეეხება რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას აღმოსავლეთ უკრაინის მიმდებარედ. კანცლერმა მოითხოვა ძალების გაძლიერების შემცირება ვითარების დეესკალაციისთვის“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.