აფგან მუხთარლი: პროკურატურამ თურქულენოვანი თარჯიმანი მოიყვანა, გამოკითხვა ვერ შედგა

პროკურატურაში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის აზერბაიჯანული ენის თარჯიმნის ნაცვლად, თურქულენოვანი დაახვედრეს.

როგორც მუხთარლიმ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ენობრივი ბარიერის გამო გამოკითხვა ვერ შედგა.

"კითხვები არ ყოფილა, თარჯიმანი არ იყო, რომ აზერბაიჯანულიდან ქართულად ეთარგმნა. ჯერ იყო თარჯიმანი თურქულიდან, მასზე უარი ვთქვი. 1.5 საათში მეორე თარჯიმანი მოვიდა - აზერბაიჯანული არც მან იცოდა. 4 საათს ტყუილად ვიჯექი. თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან. ვფიქრობ, აზერბაიჯანულიდან ქართულად ბევრი თარჯიმანი უნდა იყოს", -განაცხადა მუხთარლიმ.