ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას მშვიდობა სჭირდება და ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას მშვიდობა სჭირდება და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.

„როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, მსურს, მძიმე დროს დონბასში ვიყო ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად. ესკალაციის ადგილებს ვეწვევი. მარადიული ხსოვნა 23 წლის სამხედროს, რომელიც წუხელ მოკლეს. უკრაინას მშვიდობა სჭირდება და ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, - წერს ზელენსკი Tweeter-ზე.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტი დონბასში ჩავიდა. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია.