CNN-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების ფონზე, სამხედრო ხომალდების განთავსება რუსეთისთვის განსაკუთრებული მესიჯი იქნება, რომ აშშ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება.
პენტაგონის წყარომ აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ რუსეთის ძალების გაძლიერებას არ განიხილავს, როგორც მომზადებას შეტევითი მოქმედებისთვის, თუმცა, პენტაგონში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია შეიცვლება, აშშ მზად იქნება საპასუხო ქმედებებისთვის.
1936 წლის ხელშეკრულების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილოს შავ ზღვაში შესვლის განზრახვის შესახებ, რომელიც თურქეთს ზღვაში შესასვლელ სრუტეებზე კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. გაუგებარია, გაგზავნილია თუ არა შეტყობინება.
CNN-ის ცნობით, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საზღვაო ძალები აგრძელებს დაზვერვის თვითმფრინავების ფრენას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში შავი ზღვის სანაპიროზე, რათა დააკვირდეს რუსეთის საზღვაო მოძრაობის საქმიანობას და ყირიმში ნებისმიერი ჯარის მოძრაობას.
დაძაბულობის გაზრდის გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, გაერთიანებული მეთაურების თავმჯდომარემ მარკ მილიმ და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა უკრაინელ კოლეგებთან ისაუბრეს.