ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

ბათუმში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ყოველწლიურად მართავენ მსვლელობას 9 აპრილთან შესახვედრად და ისინი ამ ფორმით პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.