კარლ ჰარცელი: 9 აპრილს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს.

„9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა!

1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.