"აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღდეგ სოლიდარობა გამოუცხადა.
"არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", -განაცხადა ზურაბიშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი უკრაინიდან კ2020 წლის მაისში ონსულტაციისთვის გამოიძახა. ამის მიზეზი გახდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა.
უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ბოლო კვირების განმავლობაში, ცეცხლის გახსნის შედეგად, 6 უკრაინელი ჯარისკაცი დაღუპა, სამი კი დაშავდა.