საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, ქვეყნის წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, მთელი ენერგია მიმართული იყოს ამ გამოწვევების გადალახვისკენ, რათა პოლიტიკური კრიზისის მოგვარდეს.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზება კარგი შეთავაზებაა და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა გამოსავლის მოსაძებნად კონსტრუქციულად იმუშაონ.
„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს არსებული სიტუაციის მოგვარებამდე. ჩვენი დიდი სურვილია, ვიხილოთ მოლაპარაკებების წარმატება. დღეს საქართველოს წინაშე ძალიან ბევრი სერიოზული გამოწვევაა – ჯანდაცვის კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, სამხრეთ კავკასიაში გაურკვეველი სიტუაცია. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ქვეყნის მთელი ენერგია მიმართული იყოს ამ გამოწვევების გადალახვისკენ, რათა ეს პოლიტიკური კრიზისის მოგვარდეს. კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი შეთავაზება კარგი შეთავაზებაა და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა იმუშაონ კონსტრუქციულად გამოსავლის მოსაძებნად“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.