უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათს თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას Anadoly Agency ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი თურქეთ-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე -9 შეხვედრის ფარგლებში ეწვევა ქვეყანას.
სავარაუდოდ, საბჭოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ტურიზმი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კიევს ეწვია თურქეთ-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე -8 შეხვედრის ფარგლებში.