NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლოიდ ჯეიმ ოსტინს 14 აპრილს შეხვდება. ინფორმაციას NATO-ს პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ ავრცელებს.
როგორც ცნობილია შეხვედრა ბრიუსელში NATO-ს შტაბბინაში გაიმართება.
ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია მოხდება ალიანსის ვებსაიტებზე და NATO-ს სოციალური მედიის არხებზე.
COVID-19 შეზღუდვის გამო, მედიის დასწრება შეზღუდული იქნება.