საპროტესტო აქციაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ ბავშვთა გასართობი ცენტრის მფლობელები, ტუროპერატორები, სასტუმროებს მფლობელები.

აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვენ.

დემონსტრაციას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ დემონსტრანტებს ორი კარავი დროებით ჩამოართვა.