აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს 2022 წლის ბიუჯეტი გაუგზვანა განსახილველად.
როგორც Reuters-ი იუწყება, 2022 წლის, აშშ-ს ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსთვის 715 მილიარდი დოლარის გამოყოფა იგეგმება.
თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო პრიორიტეტებს შორის მითითებულია "რუსეთის და ჩინეთის შეკავება“. ჩინეთის მხრიდან მუქარებისთვის წინ აღდგომა დოკუმენტში დასახელებულია აშშ-ის „მთავარ გამოწვევად“. დოკუმენტში ასეცე ლაპარაკია რუსეთის მხრიდან „დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქცევის“ შეკავების აუცილებლობაზე.
რუსეთი და ჩინეთი პროექტში „ავტორიტარულ სახელმწიფოებად“ მოიხსენიებიან. მასში ნათქვამია, რომ გამოიყოფა დამატებითი სახსრები მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ხელის შესაწყობად, ასევე კორუფციასთან საბრძოლველად აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.
პრეზიდენტის პროექტში სახსრები არ არის დეტალურად გაწერილი. სავარაუდოდ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას კონგრესი მიიღებს მიცემული პარამეტრების ფარგლებში. ამასთან, კონგრესს შეუძლია შეცვალოს ეს პარამეტრები და საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს.
თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს მოწინააღდეგები ჰყავთ, რომლებიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას არ იწონებენ და პრიორიტეტად სოციალურ საკითხებს მიიჩნევენ.