აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი სამხედრო დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით, აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი სამხედრო დაიღუპა.

როგორც გამოცემა იუწყება, გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, 6 აპრილს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაარღვიეს.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღეს დილის 07:00 საათის მონაცემებით, სროლის ხმა აღარ ისმის. უკრაინელი სამხედროები რაიონში სიტუაციას აკონტროლებენ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ.