აშშ-ს თავდაცვის მდივანი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმ ოსტინი ისრაელში ჩავიდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს ოსტინის პირველი ვიზიტია ისრაელში ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

როგორც ცნობილია, მისი ვიზიტი ისრაელის მიერ ირანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.

ორდღიანი ვიზიტის დროს ოსტინი უნდა შეხვდეს პრემიერ ნეთანიაჰუს და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, მოიცავს ისრაელისთვის აშშ-ს იარაღის მიწოდების საკითხის განხილვას.

აღსანიშნავია, რომ ისრაელი დიდი ხანია აკრიტიკებს გარიგების საკითხს, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვული შესაძლებლობების დროებითი შეზღუდვა ხდება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში თეირანს ბომბების წარმოების გზას გაუხსნის.

ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელმა და ირანმა განაცხადეს ზღვაში მათი გემების საბოტაჟის შესახებ. სირიამ ისრაელი დაადანაშაულა მის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებში. ისრაელი აცხადებს, რომ ის ცდილობს შეაჩეროს ირანის ძალების მომატება სირიის სიახლოვეს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, კი ოსტინი ისრაელს "მჭიდრო კონსულტაციების გასაგრძელებლად" ეწვევა.

ცნობისთვის, შტატების წარმომადგენელი ასევე გეგმავს, რომ გერმანიაში შეხვედრები გამართოს გერმანიის თავდაცვის მინისტრთან და კანცლერის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მრჩეველთან, რათა "გააძლიერონ შეერთებული შტატების მნიშვნელობა ორმხრივ თავდაცვით ურთიერთობებში".

ოსტინის მარშრუტი ასევე მოიცავს ვიზიტს ბელგიაში, სადაც დაგეგმილია NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა.

შეხვედრაზე განიხილავენ თუ როგორ უმკლავდება NATO რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის ქცევას, ჩინეთის განვითარებას, ტერორიზმსა და ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა COVID-19 და კლიმატის ცვლილება.

და ბოლოს, ოსტინი დიდ ბრიტანეთში შეხვდება ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს თავდაცვის საკითხებში.