დონალდ ტრამპის განცხადებით, 2022 წელს ,,რესპუბლიკურ პარტიას" არჩევნების მოგებაში დაეხმარება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დადო პირობა, რომ 2022 წლის არჩევნებში ,,რესპუბლიკურ პარტიას" კონგრესში ადგილების მოპოვებაში დაეხმარება.

Reuters-ის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 2022 წლის არჩევნების შემდეგ, 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ,,რეპუბლიკური პარტიის" კანდიდატი გაიმარჯვებს.

მიუხედავად დადებული პირობისა, ტრამპმა შაბათს მკაცრად გააკრიტიკა სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

,,მე თქვენს წინაშე ვდგავარ ამ საღამოს დარწმუნებული, რომ 2022 წელს ჩვენ ვაპირებთ უკან დავიბრუნოთ წარმომადგელთა პალატა და სენატი. 2024 წელს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა უნდა მოიგოს არჩევნები ”, - თქვა ტრამპმა პარტიის წარმომადგენლების შეკრებაზე.