საწვავის ფასების გაზრდასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა შეიქმნას კომისია, რომელიც საწვავის ფასს დარეგულირებს, წინააღმდეგ შემთხვევში კარვების გაშლასა და პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებას აანონსებენ.
,,ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საპარლამენტო დონეზე შეიქმნას კომისია, რომელიც დაარეგულირებს შემომტანების თვითნებობის საკითხს.
ასევე, ვითხოვთ აქციზის გაუქმებას საწვავთან დაკავშირებით.თუ დღეს არ იქნება პასუხი და მთავრობა არ მოგვაქცევს ყურადღებას კარვებს გავშლით და ამ ფორმით გავაგრძელებთ პროტესტს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება საპროტეტსო აქციები გაგრძელდება" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.