დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომენიკ რააბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი მკაცრად ეწინააღმდეგება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ დესტაბილიზაციის კამპანიას და მოუწოდებს რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ.
,,ენტონი ბლიკენი და მე შევთანხმდით, რომ რუსეთმა დაყოვნებლივ უნდა მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები", - წერს Tweeter-ზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.