ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს COVID19-ისგან გამოწვეული ზარალის აღდგენის უფრო ამბიციური გეგმა, ვიდრე 750 მილიარდი ევროს სტიმულირების გეგმაა. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა კლემენტ ბიონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპამ არ უნდა გაიმეოროს ათწლეულის წინ გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაშვებული შეცდომები.
”ეკონომიკური პასუხი უფრო ამბიციური უნდა იყოს”, - თქვა მან.
ბიონი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაისისთვის მოახდენენ აღდგენითი ფონდის რატიფიცირებას.
როგორც ცნობილია ამ გეგმის მიხედვით, საფრანგეთი 40 მილიარდ ევროს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ის არ იზიარებს ზოგიერთის მოსაზრებას, რომ ევროკავშირის აღდგენის ფონდი არასაკმარისია აშშ – ს სტიმულირების გეგმასთან შედარებით.