უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია დაგმეს.
როგორც ცნობილია, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეხვედრა უკრაინის მხარის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა ოფიციალურმა მოსკოვმა.
უკრაინული მედიის ცნობითვე, ბრიტანეთმა მოითხოვა „მეტი გამჭვირვალობა“ რუსეთის არმიის ქმედებებთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება მოსკოვის გადაწყვეტილების შესახებ, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო.
კანადამ რუსეთს მიმართა, როდის გეგმავს სამხედრო აქტივობის დასრულებას და როდის დაბრუნდებიან ჯარები თავიანთი მუდმივი განლაგების ადგილებში.
გერმანიამ და საფრანგეთმა ასევე გააკრიტიკეს რუსეთის რეაგირება ჯარების მოძრაობაზე. შვეიცარიამ მადლობა გადაუხადა უკრაინას შეხვედრის ინიცირების გადაწყვეტილებისთვის და თქვა, რომ იგი „ყურადღებით ადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას“.