"ჯერ კიდევ ველოდებით, ბრიუსელში, პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ, რა დასკვნები იქნება წარდგენილი , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არაფერია გადაწყვეტილი. ჯერ კიდევ ველოდებით, თუ რა დასკვნებს წარადგენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ბრიუსელში”, - აღნიშნა ჰარცელმა.
გუშინ საღამოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, პარტია "ლელოს" ლიდერები საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდნენ. ელჩები გუშინ, ასევე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.
შგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დიალოგი წარუმატებლად დასრულდა. შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან, კომპრომისის მიღწევის მზაობა, არცერთი მხარისგან არ ყოფილა.