აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, COVID19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით, ჩინეთმა ჯანდაცვის ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა, რამაც პანდემიის შესწავლის საკითხი კიდევ უფრო გაართულა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
როგორც Reuters-ი წერს, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და გამჭირვალე გაზიარება არ უზრუნველყო.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოქვეყნეს დამაჯერებელი ანგარიში, თუ როგორ დაიწყო პანდემია.
„ჩვენ ეს ზუსტად იმგვარად უნდა გავაკეთოთ, რომ სრულად გავიგოთ, თუ რა მოხდა. ამგვარად, გვექნება საუკეთესო სურათი, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის ძირამდე ჩასვლა“, – განაცხადა ბლინკენმა.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ჩინელ მეცნიერებთან ერთად შეიქმნა, ნათქვამია, რომ ვირუსი ადამიანებს ღამურებისგან გადაეცათ სხვა ცხოველის საშუალებით და ლაბორატორიიდან გაჟონვა „ნაკლებად სავარაუდოა“.