საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ორ რამ შეაჩერებს, რუსი ხალხი, რომელიც აღარ მოითმენს და ერთმანეთის სოლიდარობა.
ელჩის თქმით, 2008 წელს სოლიდარობამ შეაჩერა ვლადიმერ პუტინი საქართველოში.
,, ვლადიმერ პუტინს შეაჩერებს ორი რამ: პირველი - რუსები, რუსი ხალხი, ისინი აგრძელებენ მოთმენას, მაგრამ ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და მეორე სოლიდარობა... სოლიდარობა, ძალიან სუსტიც კი, 2008 წელს სოლიდარობამ შეაჩერა პუტინი საქართველოში, ამ სოლიდარობამ შეძლო ეს. ამჟამად ეს უფრო შესაძლებელია, უფრო კარგი გაგება გვაქვს, ყველას კარგი გაგება გვაქვს თუ ვინ არის პუტინი...", - განაცხადა დოლგოვმა გადაცემა ,,კონტექსტში"