ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის იულია მენდელის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედიასთან საუბარში ზელენსკის პრესსპიკერმა განაცხადა, ჯერჯერობით რუსეთისგან პასუხი არ მიუღიათ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი შეკრიბა და კიდევ 40 000 სამხედრო მოსამსახურე ყირიმში ჩაიყვანა.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აპარატმა მოითხოვა ვლადიმერ პუტინთან საუბარი. ჯერ პასუხი არ მიგვიღია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის უარი დიალოგზე“, – განაცხადა მენდელმა.