ევროკავშირის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის პიტერ სტანომის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია.
როგორც სტანომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 19 აპრილს, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი იქნება და ჟოზეფ ბორელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება.
„ვიმედოვნებ, გამწვავება, კონფლიქტი არ იქნება. ეს მიუღებელი იქნებოდა. ყველა არსებული კონტაქტი და დიპლომატიური ძალისხმევა, რეალურად მიმართულია ამის აღსაკვეთად“, – განაცხადა სტანომ.