ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს  ტელეფონით ესაუბრა

ბრიუსელში ვიზიტამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

"დღეს, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. ბლინკენმა და გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის ის, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში.. მათ ასევე განიხილეს ავღანეთში მშვიდობის განვითარების პერსპექტივები და NATO-ს სამიტის გეგმები", - ნათქვამია განცხადებაში.