ილჰამ ალიევმა ბაქოში სამხედრო ნადავლის პარკი გახსნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთზე გამარჯვების აღსანიშნავად, სამხედრო ნადავლის პარკი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პარკი საომარ ვითარებას ასახავს. აქ განთავსებულია აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომხეთის არმიისთვის ჩამორთმეული ტექნიკა, ტანკები, საარტილერიო დანადგარები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, სატვირთო მანქანები, ასევე დაღუპული ჯარისკაცების ჩაფხუტები და მოწინააღმდეგის ცვილის ფიგურები.