აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხი განიხილეს.
NATO-ს გენერალურ მდივანთან საუბრის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვრებთან სამხედროების საშიში თავმოყრა და აგრესია.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.
რუსეთის სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად, ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა დახმარება. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში, ამბობს, რომ აშშ უკრაინის კარგი მეგობარია, თუმცა, პრეზიდენტმა ბაიდენმა მეტი უნდა გააკეთოს რუსეთის შესაკავებლად.
"აშშ უკრაინას უნდა დაეხმაროს ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებაში. უკრაინას სამხედრო და ფინანსური დახმარების გარდა სჭირდება თანადგომა NATO-ში გასაწევრიანებლად და თუ აშშ უკრაინას ალიანსის წევრად ხედავს, ეს პირდაპირ უნდა თქვას და რაღაც გააკეთოს. უკრაინას რუსეთის სრულფასოვანი შემოჭრის შესაძლებლობა 2014 წლიდან აქვს გააზრებული.რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცით, 2014 წლიდან ვიცით, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ისინი მზად არიან, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ, რადგან ჩვენს მიწასა და ტერიტორიაზე ვიმყოფებით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია.