"ლელოს“ ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები უკრაინის საელჩოსთან ქვეყნის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
აქციაზე შეკრებილები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეებთან უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი მივიდა.
მან "ლელოს“ ლიდერებს და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთად არიან.