ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები სასამართლოს წინ საპროტესტო აქციას მართავენ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი, პოლიტიკური კრიზისი განმუხტვისთვის.
გიგა ბოკერია ხაზს უსვამს, კრიზისის განსამუხტად საჭიროა, გიორგი რურუას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნებისკენ სვლა, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება.
"ნიკა მელიას თუ გაუშვებენ, რურუას გათავისუფლების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და ვადამდელი არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისი მაინც ვერ განიმუხტება. ამიტომ ჩვენ ამოცანა რჩება უცვლელი: მელიას და რურუას გათავისუფლება, შეთანხმება ყველა იმ პუნქტზე, რომელიც მიშელის დოკუმენტშია მოცემული. იქ საკვანძო პუნქტია სვლა ვადამდელი არჩევნებისკენ, ასევე საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილება. ამ ყველაფრის შესრულება აუცილებელია, რათა დავიწყოთ კრიზისიდან გამოსვლა. საბოლოო ჯამში, შედეგი აუცილებლად იქნება, როდის და რა ფორმით, ამაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ბოკერიამ.