ნიკა მელია ოპოზიციას მოუწოდებს, ამნისტიის ფარგლებში მის გათავისუფლებას არ დათანხმდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავის ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებს, არ დათანხდნენ, მისი გათავისუფლება 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ამნისტიის ხარჯზე მოხდეს.

როგორც სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ განაცხადა, ეს იქნება ისტორიის გაყალბება.

"მივმართავ ჩემს მეგობარ ოპოზიციონერ კოლეგებს, ვინაიდან მე ვარ ციხეში გამომწყვდეული, არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდეთ და ისტორია არ გავაყალბოთ, და მელიას გათავისუფლების ხარჯზე არავინ მაკადროს, 20 ივნისის დამნაშავეები ამნისტიის ქვეშ მივაქციოთ - გთხოვთ, ეს არავინ მაკადროს. ეს კომპრომისი ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ არ იქნება", - თქვა მან.

შგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ამნისტიის ფარგლებში განიხილებოდა. სხვადსხვა მიზეზებით, დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერა. ვრცელდება ინფორმაცია მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შესახებ. რომელშიც მაღალი რანგის ევროპელი ლიდერებიც ჩაერთვებიან.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდა. მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.