Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანიაში დამატებით 500 ამერიკელ სამხედროს განათავსებს.
როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშშ აჩერებს გერმანიის სამხედრო დანაყოფების გაგზავნის გეგმას.
„ვფიქრობ დამატებით 500 სამხედროს განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მეტყველებს ჩვენი პარტნიორობის დონეზე და NATO-სადმი ჩვენს ვალდებულებაზე“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების რაოდენობის ნაწილის გაყვანის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ წელს გამოაცხადა.