NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის 30 წევრის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის და სხვას არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში.
როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რუსეთი ცდილობს ხელახლა შექმნას გავლენის სფეროები მეზობელ სახელმწიფოებში.
სტოლტენერგის თქმით, დღეს მსოფლიო ცდილობს წარსულში დატოვოს გამოცდილება, რომლის მიხედვითაც დიდ სახელმწიფოებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ, რა გაეკეთებინათ მის მეზობელ პატარა ქვეყნებს.
„NATO-ს 30 წევრის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის და სხვას არავის აქვს უფლება, ჩარევას ეცადოს ან ჩაერიოს ამ პროცესში. უკრაინის მსგავსი ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, შეიტანოს განაცხადი წევრობაზე, თუმცა ალიანსის 30 წევრის უფლებაა, როდის მოხდება წევრობის შეთავაზება. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპი. რუსეთი ახლა ცდილობს, ხელახლა შექმნას გავლენის სფერო, სადაც ცდილობს გადაწყვიტოს, რისი გაკეთება შეუძლიათ მეზობლებს. ვცდილობთ, მსოფლიომ წარსულში დავტოვოთ გამოცდილება, სადაც დიდ სახელმწიფოებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ, რა გაეკეთებინათ მის მეზობელ პატარა ქვეყნებს.
ამგვარად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენულ უფლებას, გააკეთოს წევრობის განაცხადი და გადაწყვიტოს თავისი გზა და მხოლოდ 30 მოკავშირის გადასაწყვეტია, როდის არის ეს სტანდარტები დაკმაყოფილებული. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვუჭერთ ჩვენ მხარს უკრაინის რეფორმებისა და მოდერნიზების ძალისხმევას. რეფორმა ერთადერთი და საუკეთესო გზაა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.