დმიტრო კულება: ბუქარესტის სამიტზე NATO-მ უკრაინასა და საქართველოს პირობა მისცა და გვჯერა, რომ ალიანსი დანაპირებს შეასრულებს

,,2008 წელს ბუქარესტის სამიტზე NATO-მ უკრაინასა და საქართველოს პირობა მისცა და გვჯერა, რომ ალიანსი დანაპირებს შეასრულებს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრინება დროის საკითხია. ამის შესახებ კულებამ NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატომ პირობა მისცა უკრაინასა და საქართველოს. ჩვენ გვჯერა, რომ ალიანსი ის ინსტიტუტია, რომელსაც შეიძლება ვენდოთ და რომელიც დანაპირებს ასრულებს. ჩვენთვის უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დროის საკითხია და სხვა კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება, არ არსებობს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.