უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ბრიუსელში შეხვდა. ინფორმაციას თავად კულება ავრცელებს.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთი განაგრძობს საშიშ რიტორიკას და სწორედ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანთან.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რუსეთს ზედმეტად ძვირი დაუჯდება
,,ბრიუსელში შევხვდი ენტონი ბლინკენს. რუსეთი განაგრძობს საშიშ რიტორიკა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მოსკოვი შემდგომი ესკალაციისგან", - წერს Tweeter-ზე კულება.