ენტონი ბლინკენი: რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ვაგრძელებთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას აგრძელებს.

„დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შევხვდი. განვიხილეთ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - წერს Tweeter-ზე სახელმწიფო მდივანი: