Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
გამოცემის ინფორმაციითვე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეებს, სავარაუდოდ, 14 აპრილს მიაწვდიან.
როგორც ცნობილია, ჯარების გაყვანა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების გარკვეულ გარანტიებს დაეფუძნება.