დავით ზალკალიანსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„შესანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ.

აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველოდებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის“, – წერს ზალკალიანი Tweeter-ზე.