NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. ამის შესახებ მან ნატო-უკრაინის კომისის შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყოვლისმომცველ რეფორმებს, რაც უკრაინას უფრო მდგრადს გახდის და ხელს შეუწყობს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.