ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს

Aljazeera-ს ინფორმაციით, ირანი არ აპირებს სანქციებისადმი დამოკიდებულების შეცვლას და ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს.

როგორც ცნობილია, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA).

Aljazeera წერს, რომ ურანის კიდევ უფრო გამდიდრებით, ირანი სულ უფრო უახლოვდება ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური თეირანის ეს გადაწყვეტილება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს.

2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.