ევროპარლამეტის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება გაეწიოს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდეს.
როგორც ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-თავმჯდომარე სარა კალნიეტე აცხადებს, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნონ რუსეთს და სანქციები დაუწესონ.
"ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ უნდა მიაწოდონ რუსეთს ის ფასი, რომლის გადახდაც რუსეთს მისი აგრესიის გამო მოუწევს. ეს ფასი მაღალი უნდა იყოს", - აცხადებს კალნიეტე.
მისივე თქმით, ახალი სანქციები ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებას, აქტივების გაყინვასა და კრემლის მომხრე ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მოგზაურობის აკრძალვას უნდა მოიცავდეს.
უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით დახმარება გაეწიოს.
"ამავდროულად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას სამხედრო გაძლიერებისა თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. წამყვანი ევროპული სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ, რომ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიანიჭებს”, - აღნიშნა კალნიეტემ.