ჟოზეპ ბორელმა და ენტონი ბლინკენმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ, აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა იმსჯელეს.

როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ბლინკენმა და ბორელმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრთან მიმდინარე პროცესების გამო.

„ჟოზეფ ბორელმა და ენტონი ბლინკენმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს და ღრმა შეშფოთება გამოხატეს უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და სახელმწიფო მდივანმა საუბრისას ასევე განიხილეს ავღანეთის, ირანისა და ეთიოპიის საკითხები. ისინი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე.