შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთმა საზღვაო ავიაციის წვრთნები წამოიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთმა საზღვაო ავიაციის მასშტაბური წვრთნები წამოიწყო.

როგორც ცნობილია, ავიაციის გარდა წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდები.

მანევრებში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქისა და შავი ზღვის ფლოტში შემავალი თვითმფრინავები მონაწილეობენ. მანევრებში ჩაერთვებიან სუ-24-ემ-ის, სუ -34-ის, სუ-27-ეს-ემ-ის, და სუ-30-ეს-ემ-ის ტიპის ბომბდამშენები. თვითმფრინავები ზღვაში მდებარე სამიზნეებს რაკეტებს და ბომბებს ესვრიან.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკული ხომალდების გადაადგილებას თვალყურს შავი ზღვის ფლოტი მიადევნებს.