ლორა თორნტონი: ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის და ცუდ პრეცედენტს შექმნის", - ამის შესახებ, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ლორა თორნტონმა, NDI-ს ყოფილმა დირექტომა და "საერთაშორისო იდეის“ გლობალური პროგრამების მენეჯერმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისზე წასვლამდე პირველი ნაბიჯი მთავრობამ უნდა გადადგას და ამაში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება უნდა შევიდეს.

თორნტონს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკოსებმა ვერ გადალახეს ის, რომ მმართველობა ნულოვანი ჯამის პრინციპით არ შეაფასონ. გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ოპონენტი უნდა გაანადგურო.

მისი აზრით, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ მას პოლიტიკური ნება სჭირდება, რისი მონახვაც რთულია.​

"საერთაშორისო იდეის“ წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოში ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პარლამენტში, პროკურატურასა და საარჩევნო კომისიაში პლურალისტური ძალაუფლების ცენტრების შექმნაა.

"ეს ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია. ასევე გონივრული იქნება იმ შემოთავაზებების გათვალისწინება, რომლებიც ევროკავშირმა წარმოადგინა - მაგალითად ცესკოს ხელმძღვანელისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად ხმების 2/3-ის თანხმობა. ეს პარლამენტში ძალაუფლების გაზიარების მნიშვნელოვანი მექანიზმები იქნება, რომელთა მიღებაც შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია კომიტეტებში თანათავმჯდომარეების პოზიციების შექმნა, ბიუჯეტისა და ზედამხედველობის კომიტეტების ოპოზიციისთვის მიცემა, რაც ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. თქვენი კითხვა გაცილებით რთული საპასუხოა იმის გამო, რომ ის პოლიტიკურ ნებას მოიცავს და არ ვიცი ეს ნება საიდან შეიძლება მოვიდეს. ვფიქრობ, ეს გრძელვადიანი თამაშია და ქართველმა ხალხმა ამის მოთხოვნა უნდა დაიწყოს.

„ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და ხელი პირველი მათ უნდა გაუწოდონ. ეს შეიძლება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები.

სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ მოლაპარაკებები არ მუშაობს. თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენს კოლექტიურ ჩემოდანში, ამერიკას და ევროკავშირს, ჯერ ისევ გვაქვს რამდენიმე თაფლაკვერი და წკეპლა. შეიძლება გამოსავალი ის იყოს, რომ ცვლილებები ეტაპობრივად, პატარ-პატარა ნაბიჯებით განხორციელდეს და არა - ერთბაშად.

„ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და ხელი პირველი მათ უნდა გაუწოდონ. ეს შეიძლება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები.

შეიძლება, ეს მეთოდიც ჩავარდეს და განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ თქვას, რომ არ აღელვებთ ევროკავშირის მუქარა ფინანსური დახმარების შეჩერებაზე. არ ვისურვებდი, რომ საქმე ამ წკეპლების მიდგომამდე მივიდეს და ევროკავშირმა და ამერიკამ დახმარების შეწყვეტა დაიწყონ. მაგრამ მათ ამის საშუალება ნამდვილად აქვთ.

აქ საქმე ისევ იმ ნულოვანი ჯამის თამაშთან გვაქვს, რომლის დროსაც სიტუაციას ყველა მოგების ან წაგების თვალსაზრისით უყურებს. მხარეებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ერთი გამარჯვებული უნდა დარჩეს. ჩვენ, გარე დამკვირვებლები ვხედავთ, რომ ორივე მხარეს შეუძლია გამარჯვება, მაგრამ ისინი ისე არიან საკუთარ ჩარჩოებში ჩაკეტილი, რომ ამის დანახვა უჭირთ. ამიტომაც, ვფიქრობ მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

ასევე მნიშვნელოვანია ჟურნალისტური სტანდარტების გაძლიერება, ადგილობრივი მედია-საშუალებების განვითარება. ეს დეესკალაციას ხელს შეუწყობს, რადგან არ მგონია ძირითადი მედია საშუალებები სიტუაციის განმუხტვას ეხმარებოდეს", - აღნიშნავს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ლორა თორტონი.

NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში ორი ყველაზე დიდი საარჩევნო პრობლემა სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და დაშინებაა.

"საქართველოს საარჩევნო კანონი, საერთაშორისო გადმოსახედიდან, ასე თუ ისე ნორმალურია. მე ცესკოს შემადგენლობას შევცვლიდი, მაგრამ ამის გარდა, ბევრი საკანონმდებლო ცვლილება საჭირო არ არის. ის, რაც გასასწორებელია, ძირითადად, ცესკოს მიერ მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებით იქნებოდა შესაძლებელი. დიდი პრობლემების მოგვარებას კი დიდი დრო დასჭირდება.

მაგალითად, რატომ ჰგონიათ საჯარო მოხელეებს, რომ მმართველი პარტია თუ არ გაიმარჯვებს მათ სამსახურებიდან გაათავისუფლებენ. ეს კვლავ იმ ნულოვანი ჯამის პრინციპს უკავშირდება, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ. ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების, დაახლოებით, 50 პროცენტი საჯარო სამსახურშია, მათ არ უნდა ეშინოდეთ არჩევნების შედეგების. ამ ადამიანების დაშინებას დიდი ძალისხმევა არ უნდა. მაგალითად, მასწავლებლებთან არჩევნების წინ სკოლის დირექტორი შედის და ეუბნება, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ. ეს დაშინებაა და ამას კანონით ვერ შეცვლი. საარჩევნო სისტემის რეფორმა აუცილებელია და ეს ცესკოს შემადგენლობის შეცვლით უნდა დაიწყოს. მაგრამ ზოგიერთი ცვლილება დღესვე რომ იქნას შეტანილი და ერთ თვეში არჩევნები ჩატარდეს, არ მგონია დიდად განსხვავებული შედეგი მივიღოთ.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, როცა ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, პანდორას ყუთს ხსნის. ვფიქრობ, ეს მოლიპული დაღმართია. მე იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაში დავხარჯავდი დროსა და ძალისხმევას, რომლებიც ინსტიტუტების გარდაქმნას სჭირდება, არჩევნებს კი გეგმიურად ჩავატარებდი. თან ახალ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი.არ გგონიათ რომ სხვა შედეგი იქნება?

არ მგონია სხვა შედეგი დადგეს, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი ამას აჩვენებს. მაგრამ მეორე მხრივ, იმ გრძელვადიანი პრობლემების გამოსწორება რომ დავიწყოთ, როგორებიცაა მაგალითად, სახელმწიფო რესურსის გამოყენება და დაშინება და რომლებსაც დიდი დრო სჭირდება, არჩევნები გაცილებით კონკურენტული იქნება. ასევე, თუ მოხდა დეესკალაცია მედია გარემოში, არჩევნები მაშინაც უფრო კონკურენტული იქნება.

ვფიქრობ, ეს მოლიპული დაღმართია. მე იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაში დავხარჯავდი დროსა და ძალისხმევას, რომლებიც ინსტიტუტების გარდაქმნას სჭირდება, არჩევნებს კი გეგმიურად ჩავატარებდი. თან ახალ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი", -აცხადებს ლორა თორნტონი.