,,ქართული ოცნება“ 5 დეპუტატმა დატოვა

საქართველოს პარლამენტის ხუთი წევრი: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე. ისინი საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.