აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლიკენსა და NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა.
როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, მხარეებმა ავღანეთისა და უკრაინის საკითხები განიხილეს.
მისივე თქმით, საერთო მიზნების მისაღწევად, აუცილებელია აშშ-სა და NATO-ს ალიანსი.
,,ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტნბერგთან, დღეს ჩვენ ავღანეთისა და უკრაინის საკითხები განვიხილეთ. ჩვენი ალიანსი აუცილებელია საერთო მიზნების მისაღწევად. ჩვენ ველით NATO-ს სამიტს",- წერს ბლინკენი Tweeter-ზე.